ყოველ ჯერზე არის ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე სხვადასხვა საელჩოების მონაწილეობით -შალვა პაპუაშვილი

Published:

ევროკავშირის ელჩის გუშინდელი განცხადების პასუხად, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატები დღეს ქართულ მართლმსაჯულებაზე “ორკესტრირებულ თავდასხმაში” დაადანაშაულა.

გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.  ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს.  – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

,,2015 წლიდან დაწყებული დღემდე, ყოველ ჯერზე არის ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე სხვადასხვა საელჩოების მონაწილეობით, ელჩების პირადი ჩართულობით და ქართველ მოსამართლეებზე თავდასხმებით. 

ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს.  უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექიმები, აი უცხოელი ექსპერტები ეს იყვნენ. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა ჩვენ ეს იმედები და ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან…  აი ასეთ  ნდობას, როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან” – ამბობს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ, 27 მარტს  და კიდევ ერთხელ შეახსენა ხელისუფლებას ის 9 ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად აქვს შესასრულებელი.

 ელჩის განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება გაფართოების მოხსენება, საიდანაც გაირკვევა, გადავა თუ არა საქართველო მოლაპარაკებების ეტაპზე.

დიპლომატი ხაზს უსვამს მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობას და აცხადებს, რომ მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება საჭიროა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img