გიაკუმაკისი – საქართველოსთან მატჩის შემდეგ უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი მივიღე

Published:

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების წევრმა, გიორგოს გიაკუმაკისმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ახსენა, რომ საქართველოსთან მატჩის შემდეგ უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გიაკუმაკისმა ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში პენალტების სერიის დროს თავისი დარტყმა ვერ გამოიყენა.

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელი საკლუბო დონეზე საბა ლობჟანიძესთან ერთად, „ატლანტა იუნაიტედში“ გამოდის.

„სახლში მისასვლელად 20 საათზე მეტი დამჭირდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ვიფიქრე იმ შეუსრულებელ პირობაზე, რომელიც ოჯახს მივეცი. ამან ყველაზე მეტად გამტეხა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უამრავი შეურაცხმყოფელი წერილი მივიღე. თუმცა, საქართველსოთან მატჩის შემდეგ ნაცნობებისა და მეგობრებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი და მადლობა მათ. ამას ნამდვილად დაგიფასებთ“, – წერს საბერძნეთის ნაკრების თავდამსხმელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img