ირაკლი კობახიძე- სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს არჩევნებზე ისაუბროს

Published:

ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ დღეს ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც არჩევნებში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობის საკითხის განხილვას ეძღვნება.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, რომ შეხვდეს ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს და არც იმის მორალური უფლება აქვს, რომ არჩევნებზე ისაუბროს.

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს. თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, იმიტომ, რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა.

ამასთან კითხვაზე, კვლავ იქნება თუ არა გიორგი კალანდარიშვილი „ქართული ოცნების“ რჩეული ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯერ კონკურსი უნდა გამოცხადდეს და პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img