ემიგრანტებმა დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნით აქციები უნდა მოაწყონ-მიხეილ სააკაშვილი

Published:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს მხარს უჭერს.

მისი თქმით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ.

,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის.

ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!” – წერს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img