Forbes-მა დაასახელა თანხა, რომელსაც “ნაპოლი” კვარაცხელიას გადაუხდის

Published:

“კვარაცხელია ამჟამად ნაპოლიში 1,6 მილიონ დოლარს შოულობს სეზონში, რომელიც შესაძლოა 4,8 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, თუ ის ხელს მოაწერს კონტრაქტის გახანგრძლივებას“, – წერს გამოცემა Forbes-ი.

ცნობილია, რომ ქართველი ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, მაგრამ Forbes-ის ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ გარიგებას კიდევ ერთი, ან ორი წელი დაემატება.

“ნაპოლის გულშემატკივრებმა მძიმე სეზონი გადაიტანეს, მაგრამ კვარაცხელიას ნეაპოლში კიდევ რამდენიმე წელი დარჩენა საუკეთესო იქნება, რაც დე ლაურენტისმა გააკეთა ამ სეზონში“, – წერს Forbes-ი.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ “ოსიმენი უახლოეს რამდენიმე თვეში თითქმის გარდაუვლად აპირებს წასვლას, ხოლო დე ლაურენტისს არ შეუძლია დაუშვას მისი კიდევ ერთი ძვირფასი აქტივის იმავე სატრანსფერო ფანჯარაში გატანა, და ამიტომ მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე უნდა დაიწყოს“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img