ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა

Published:

ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა ციხე დატოვა.

ინფომაცია ერთ-ერთ Telegram-მ არხზე ვრცელდება.

13 მარტს, კრასნოდარის ოლქის უსტ-ლაბინსკის რაიონულმა სასამართლომ შაქრო კალაშოვი, იგივე შაქრო “მალადოი” ვადაზე ადრე გაათავისუფლა. ის გამოძალვისთვის გაასამართლეს. არსებული ინფორმაციით, კალაშოვმა ვადაზე ადრე გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვა.

შაქრო კალაშოვი ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია. 2018 წელს რუსეთში კალაშოვს თითქმის ათი წელი მიუსაჯეს გამოძალვის ორი ეპიზოდისთვის: მოსკოვში რვა მილიონი რუბლის გამოძალვა კაფე Elements-ის მფლობელისგან და 10 მილიონი რუბლის გამოძალვა “ნორდნეფტეგაზის” გენერალური დირექტორისგან.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img