ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია – დონალდ ტუსკი 

Published:

პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ევროპა ომის წინა პერიოდში შევიდა და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, კონტინენტზე თავს დაცულად ვერავინ იგრძნობს.

“არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ომი აღარ არის წარსულის კონცეფცია. ეს უკვე რეალურია და ორი წლის წინ დაიწყო”, – თქვა მან.

იგი ასევე მოსკოვში მომხდარ ტერაქტსაც შეეხო და დასძინა, რომ თავდასხმაში კიევის დადანაშაულებით, პუტინი უკრაინაში თავისი ძალადობრივი თავდასხმების გამართლებას ცდილობს.

აქედან გამომდინარე, იგი ევროპელ ლიდერებს უკრაინის დახმარების გაძლიერებისაკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ევროპა აშშ-სთვის უფრო მიმზიდველი პარტნიორი გახდებოდა, თუ კონტინენტი, სამხედრო თვალსაზრისით, უფრო თვითკმარი გახდებოდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img