რუსეთის მიერ გაშვებული 58 დრონი და 26 რაკეტა ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები

Published:

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 60 დრონი და 30 სხვადასხვა ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი აცხადებს, საერთო ჯამში, რუსებმა 99 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს. მათ შორისაა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები.

“გუშინ ღამით მტერმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ძლიერი სარაკეტო დარტყმა განახორციელა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის ობიექტებზე.

უკრაინის საჰაერო ძალებმა 84 საჰაერო თავდასხმის იარაღის ჩამოგდება შეძლეს. მათ შორისაა 58 უპილოტო საფრენი აპარატი, 17 საკრუიზო რაკეტა, 5 მართვადი თვითმფრინავი და 4 საკრუიზო რაკეტა” – აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img