ვლადიმერ პუტინი ცდილობს, „კროკუს სითი ჰოლის“ ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს – ვოლოდიმირ ზელენსკი

Published:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლზე“ განხორციელებული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად ხალხის მობილიზებისთვის გამოიყენოს.

“ჩვენ გვესმის, რომ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გვესმის, რომ ეს მათი ოფიციალური ინფორმაციაა და სასაცილოა, როდესაც რუსეთი ცდილობდა უარყო ის, რაც ISIS-მ თქვა. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა”, – აღნიშნა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში.

„გთხოვთ, მითხარით, თუ გააფრთხილეს, რატომ ზის სარდაფებში ადამიანი, რომელსაც ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო – პუტინი. რატომ არ რეაგირებს ადამიანი, რომელსაც ასე ეშინია ყველაფრის? რატომ არ იყო დაცვა? რატომ არ იყო რეიდები? ისინი აკეთებენ ამას, როცა ნავალნის მსგავს ადამიანს, ოპოზიციონერს, უნდა ქუჩაში გამოსვლა და პუტინის წინააღმდეგ საუბარი, თქვენ ნახეთ, რა ხდება. ვნახეთ როგორი რეიდებია, მაშინვე ციხეში მიჰყავთ, ახლობლებს ციხეში ათავსებენ, ანგარიშებს ბლოკავენ. ყოველთვის ასე რეაგირებენ. რატომ არ გააკეთეს არაფერი ამ შემთხვევაში?

“მას სჭირდება მეტი ხალხის მობილიზება მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე. ჩვენ გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არ შეუძლია არავის მობილიზება, პატიმრების გარდა. მას სჭირდება მუდმივი საპასუხო ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ მისი საზოგადოების მობილიზება უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img