იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტების ნაკადი 7.6%-ით გაიზარდა

Published:

2024 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო
არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3 პროცენტი,
განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული
ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით მეტია 2023 წლის
ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2024 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია,
რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 938.6 ათასი
ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 11.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის
მაჩვენებელზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img