კრამონი – ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ 

Published:

მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრი კვლავ საქართველოა – ამჯერად ვიოლა ფონ კრამონმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ “POLITICO”-ს მისცა ინტერვიუ და გუშინდელი სადამსჯელო ღამის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.

“ჩვენ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უნდა ვისაუბროთ” – განაცხადა კრამონმა.

საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუში ევროპარლამენტარმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველო არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რომლებიც ქვეყანას ევროინტეგრაციის პროცესში განვითარების შესაძლებლობას მისცემს და სახელმწიფოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას უზრუნველყოფს.

ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. სპეცრაზმმა ხალხს გაფრთხილების გარეშე რამდენჯერმე შეუტია. ათობით ადამიანს სცემეს და უკან დაახევინეს. ქაოსს, იმ ადგილებში, სადაც დემონსტრანტები იდგნენ, ცრემლსადენი გაზი დაემატა.

მაშინ როდესაც სპეცრაზმი თბილისის ცენტრალური ქუჩების გაწმენდას აგრძელებდა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორს, ხერტ იან კოოპმანს, მოუწოდა, რომ დემონსტრანტების დარბევის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან მკაცრი პოზიცია დაიჭიროს“, – წერს POLITICO.

ასევე, კრამონი ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ხერტ იან კოოპმანს (ევროკომისიის გენერალური დირექტორი  სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში), რომელიც დღეს თბილისში ჩამოდის, მოუწოდებს:

“გთხოვთ, გამოიყენოთ დღევანდელი ვიზიტი და უთხრათ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ხალხის ცემა. აღარ უნდა იყოს ძალადობა და სისასტიკე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. უთხარით, რომ გაიწვიონ რუსული კანონი. ახლა არ არის ლამაზი პროექტებისა და ფოტოსურათების გადაღების დრო ქართველ ოფიციალურ პირებთან,” – წერს კრამონი X-ზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img