შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას- დროის „გაწელვას“ ცდილობთ, რეგლამენტი ამის უფლებას არ გაძლევთ

Published:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერი კოლეგებისგან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მუხლებზე შინაარსობრივი კითხვების დასმას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ აფრთხილებს, რომ კითხვების დასმის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.

პაპუაშვილის აზრით, ოპოზიცია დროის “გაწელვას“ ცდილობს.

“თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, რეგლამენტის მიხედვით შემიძლია კითხვების დასმა საერთოდ შევწყვიტო. როგორც ჩანს, ინტერესი შინაარსის მიმართ არა გაქვთ. ცდილობთ დროის “გაწელვას“, ხოლო რეგლამენტში არის ინსტრუმენტები, რომ დროის გაწელვის შესაძლებლობა არ მოგცეთ. გასაგებია, რომ კანონპროექტი არ მოგწონთ. გასაგებია, რომ გსურთ დრო გაწელოთ, მაგრამ რეგლამენტი თქვენ ამის უფლებას არ გაძლევთ“, – მიმართა ოპოზიციას შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით – მუხლობრივად მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზშია ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას და პროექტის ჩაგდებას ითხოვს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img