იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს 23:40 საათზე ჩამოიტანენ

Published:

დიდი შაბათის დღესთან დაკავშირებით, მართლმადიდებლური სამყაროს ყურადღება ქალაქ იერუსალიმზეა მიპყრობილი. მორწმუნეები, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან.

პატრიარქი ტეოფილოს მესამე კუვუკლიიდან წმინდა ცეცხლს გადმოიტანს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ელოდებიან.

იერუსალიმში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წელს მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ცერემონიაზე დასწრებას მომლოცველები სპეციალური აკრედიტაციის გარეშე ვერ შეძლებენ, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომებიც.

იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს 23:40 საათზე ჩამოიტანენ. ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება.

“ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თელ-ავივის აეროპორტიდან, ადგილობრივი დროით, 20:10 საათზე გამოფრინდება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს დროით, 23:40 საათზე დაეშვება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img