უცხოური გავლენის კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თავის ევროპულ დღის წესრიგთან თანმიმდევრული, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიცა ოდობესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თანმიმდევრული თავის ევროპულ დღის წესრიგთან. რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ქართველო ხალხის ევროპულ მისწრაფებას“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს და რომელზედაც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.