ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, – ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

Published:

„მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს.

ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია, მიყვარხართ გულში“, – მიმართა ბექაურმა გულშემატკივარს გამარჯვების შემდეგ, რომლის კომენტარსაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში იაპონელი მეტოქე სანშირო მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ამ გამარჯვებით ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი. საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა.

„მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს.ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია, მიყვარხართ გულში“, – მიმართა ბექაურმა გულშემატკივარს გამარჯვების შემდეგ, რომლის კომენტარსაც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე, ფინალში იაპონელი მეტოქე სანშირო მურაო დაამარცხა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ამ გამარჯვებით ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრებს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს – ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი. საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img