„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Published:

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 აგვისტოს 13:00-დან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, ლისი, თხინვალა (ორხევსშორის).

მათივე ინფორმაციით, 17:00-დან 19:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, სოფლებში ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, მუგუდა, მენესო, წინა მხარი, ზანდუკი, მაქართა, წიფორი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში.

ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img