„გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად, ღირსებით შეაბიჯებს ევროპაში გამჭვირვალობის კანონს რაც შეეხება, ვთვლი, რომ აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში დამალული რამე და უნდა იყოს ყველაფერი საჯარო. რომ გითხრათ, რომ ჩამოყალიბებული ვარ ყველაფერში, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდში დგომა და, რა თქმა უნდა, ჩემი ქართული სპორტის გვერდზე დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი, რასაც განვახორციელებთ ერთად ჩვენი გუნდი”, – ამბობს ლაშა ტალახაძე.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის მეშვიდე ნომერი ლაშა ტალახაძეა.
„ქართულმა ოცნებამ“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი მიიღო.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი აერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს. ის ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.