“ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ანა დოლძის განცხადებით, მიუღებელია და არანაირ სტანდარტში არ ჯდება “ოცნების” თავდასხმები და შეურაცხყოფები სენატორების მიმართ.
მისი თქმით, “ეს არის რუსული ხელისუფლება, რომლისთვისაც რაც უფრო მეტ მეგობარს დაკარგავს საქართველო დასავლეთიდან, მით უკეთესია”.
ამ მთავრობას ‘’ოცნებას’’ ახასიათებს ყურადღების გადატანა პიროვნებებზე. პიროვნული თავდასხმები, ის თავდასხმები და შეურაცხყოფები რაც მათ გამოავლინეს გამორჩეული ამერიკელი სენატორების მიმართ, არ ჯდება, არც დიპლომატიის კანონები, არც მეგობრობის. სრულიად მიუღებელია. კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება, რომლისთვისაც რაც უფრო მეტ მეგობარს დაკარგავს საქართველო დასავლეთიდან, მით უფრო უკეთესია. სამარცხვინო, აქ კიდევ იცით რა არის, რომ იმ ხალხს დაესხნენ თავს, რომლის დამსახურებითაც თვითონ ბიძინა ივანიშვილი და ‘’ქართული ოცნება’’ არის ხელისუფლებაში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.