მარინ ლე პენი ევროკავსშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვისთვის სასამართლოზე წარდგება

Published:

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, “ეროვნული გაერთიანების” ვეტერანი ლიდერი, მარინ ლე პენი 30 სექტემბერს პარიზში სასამართლოს წინაშე წარდგება კიდევ 26 განსასჯელთან და საკუთრივ მის პარტიასთან ერთად, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე.

ამ საქმის თავდაპირველი გამოძიების დაწყებიდან თითქმის ათი წელია გასული. სასამართლო პროცესი ლე პენს უქმნის საფრთხეს 10 წლით აეკრძალოს საჯარო თანამდებობის დაკავება. თავად ლე პენი ბრალდებებს უარყოფს.

ლე პენი – რომელიც დიდი ხანია მუშაობს თავისი პარტიის იმიჯის გაუმჯობესებაზე – 2017 და 2022 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონთან დამარცხდა. მას 2027 წლის კენჭისყრისთვისაც ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევენ.

“ეროვნული გაერთიანების” ოფიციალურ პირებს და თანამშრომლებს, ყოფილ დეპუტატებს და თანაშემწეებს ადანაშაულებენ ევროკავშირის საპარლამენტო სამუშაოსთვის განკუთვნილი თანხების დახარჯვაში პარტის თანამშრომლებზე. იმ პერიოდში “ეროვნულ გაერთიანებას” სხვა სახელი, “ეროვნული ფრონტი” ერქვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img