ვოლოდიმირ ზელენკი – უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება ან ჩვენ Nato-ს წევრი ვიქნებით

Published:

უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატო-ს წევრი ვიქნებით, – უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამის შესახებ მან აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა.

„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი – უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა – უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატო-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს ნატო-ს ქვეყნები არ იბრძვიან, სწორედ ამიტომ, უკრაინა ნატო-ს ირჩევს და არა ბირთვულ იარაღს.

„მჯერა, დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: „თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img