რუსეთში ჩრდილოეთ კორეის 12 ათასი ჯარისკაცი გაიგზავნება

Published:

ჩრდილოეთ კორეის 12 ათასი სამხედრო რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებს, ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახური და სააგენტო Yonhap-ი იტყობინება.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი იუწყება, რომ ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის აღმოსავლეთში მომზადებას გადიან ჩრდილოკორეელი სამხედროები.

თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს შეიძლება გახდეს ისტორიაში ჩრდილოეთ კორეის ჯარების პირველი ფართომასშტაბიანი განლაგება კორეის ნახევარკუნძულის გარეთ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img