გულწრფელად ვიმედოვნებ, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი დაელოდება არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მისიის შეფასებას.
„საქართველოს ხელისუფლებამ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები. არის რამდენიმე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ასევე არიან ჩართული არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი დაველოდებით ეუთო/ოდირის მისიის შეფასებას. პრესკონფერენცია იქნება არჩევნების მეორე დღეს. ჩვენ ასევე ყურადღებით მოვისმენთ არჩევნების სხვა დამკვირვებლების მოსაზრებებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება და ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.