მთავრობა, არჩევნების შემდეგ, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას გეგმავს

Published:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, კულტურისა და სპორტის სამინისტროები ცალ-ცალკე უწყებებად ჩამოყალიბდება.

კობახიძის თქმით, საქართველო ბოლო წლებში სპორტის მიმართულებით დიდ წარმატებებს აღწევს, შესაბამისად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და ცალკე, სპორტის სამინისტროს შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის შემდეგ კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად ახლად დანიშნული მინისტრი – თინათინ რუხაძე დარჩება, სპორტის სამინისტროს კი შალვა გოგოლაძე ჩაიბარებს, რომელიც უწყების გაყოფამდე, თინათინ რუხაძის პირველი მოადგილე იქნება და სპორტის მიმართულებას ჩაიბარებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img