“აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გაყინული, დაღუპული კაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.
ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ კაცი, სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
ინფორმაციისთვის, ქობულეთის სოფლებში გზები გაუწმენდავია, ასევე, მოსახლეობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი არის გარეშეა. ხალხი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ პრობლემებზე არავინ რეაგირებს.