გურიაში 1 638 ოჯახი მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში ცხოვრობს

Published:

2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გურიაში 1 638 ოჯახი მეწყერსაშიშ ან ეროზიულ ზონაში ცხოვრობს.

სტიქიური მოვლენების მეტ-ნაკლები საფრთხის ქვეშ გურიის 180 დასახლებული პუნქტია მოქცეული. მათ შორის, მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოქცეულია – 79; დაბალი – 32; ძალიან დაბალი – 11.

2025 წლის ბიულეტენი მაისში უნდა განახლდეს, 2024 წლის ბიულეტენში კი, აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თხოვნის საფუძველზე შედგა 30 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასდა 2 603 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. აქედან, 965 ოჯახზე გაიცა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია.

ბიულეტენის მიხედვით, დაკვირვების პერიოდში, მეწყრული პროცესების განვითარების ყველაზე დაძაბული ტერიტორია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი იყო. სადაც არსებობდა 123 მეწყრული კერა და გააქტიურდა 50 ახალი კერა.

ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემები

საქართველოს 2024 წელს სულ 18 მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემა იყო.

აქედან, 11 გასული წლის პირველ ნახევარში მოეწყო.

გასულ წელს, საქართველოში 11 ადრეული გაფრთხილებისა და მონიტორინგის სისტემა დაფინანსდა, ყველა სისტემა უცხოური გრანტის UNDP/GCF-ის პროგრამის “კლიმატური ცვლილებების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში” მოეწყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის თანახმად, სწორედ ამ სადგურებზე დაყრდნობით არის გაანალიზებული რეგიონული მონიტორინგისა და ფორსმაჟორული სიტუაციების დროს მიღებული ინფორმაცია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img