ბელიაშვილზე იარაღიდან ნასროლი ტყვიები საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრებს მოხვდა

Published:

9 მარტს, ღამით, ბელიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიები საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრებს მოხვდა.

„ფორმულას” ინტერვიუ მისცა იმ სახლში მცხოვრებმა მოქალაქემ, რომლის ფანჯარაც ტყვიამ ჩაამსხვრია. მისი თქმით, 5-ჯერ გაისროლეს.

„ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, წისქვილის, თეატრის რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო”. – თქვა მან.

სხვა მოქალაქემ „ტვ პირველთან” თქვა, რომ მხოლოდ ფანჯრები ჩაიმსხვრა და არავინ დაშავებულა.

შსს-ის ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.

უწყება მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებს არ ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img