გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა – ბიზნესმენი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

Published:

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შეცვლოდა მას გირაო პატრობით.

რაც შეეხება ჩიკვაიძეს, კელენჯერიძის თქმით, საფუძველი არსებობს გამოძიების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში, რომ შესაძლოა, მან მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მან მოსამართლეს „მურუსიძის მონა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის განმარტებით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img