16 მაისს დინამო არენა ლეგენდების სერიის მორიგ შეხვედრას უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრების ლეგენდებისგან შემდგარი გუნდი ბარსელონას ლეგენდებისგან შემდგარ გუნდს უმასპინძლებს.
უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ბრაზილიის და ბარსელონას ნაკრების ლეგენდა რონალდინიო გაუჩო მიიღებს.
გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში ეს ლეგენდების სერიის მეორე მატჩია. შარშან ს ბათუმს ინტერის ლეგენდები სტუმრობდნენ.