პუტინის მრჩეველი დროებითი ზავის წინააღმდეგია, მას უკრაინისთვის “დროებით ამოსუნთქვად” მიიჩნევს

Published:

რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებული 30-დღიანი ზავის წინააღმდეგია.

საგარეო საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველი და აშშ-სთან მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი იური უშაკოვი მიიჩნევს, რომ ეს იქნება “დროებითი ამოსუნთქვა” უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

“მეჩვენება, რომ ამ ვითარებაში არავის სჭირდება რაღაც მსგავსი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო ქმედებების იმიტაციაა”, – ამბობს ის Россия 1-თან ინტერვიუში. 

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ასევე ამბობს, რომ მათი მიზანი “გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა”. 

ის ასევე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს უფრო “კონკრეტული და შინაარსიანი” პოზიცია დროებითი ზავის შესახებ წინადადებაზე.

იური უშაკოვმა ასევე თქვა, რომ უკვე გააცნო რუსეთის პოზიცია თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს. მათ შორის 12 მარტს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img