CNN-ის კვლევის თანახმად, ამერიკელებში აშშ-ის „დემოკრატიული პარტიისადმი“ კეთილგანწყობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა

Published:

„სიენენის“კვლევის თანახმად, ამერიკელებში აშშ-ის „დემოკრატიული პარტიისადმი“ კეთილგანწყობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა.

SSRS-ის მიერ 6-9 მარტს ჩატარებული გამოკითხვით, რესპონდენტი დემოკრატებისა და მათი მომხრეების 52 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარტიის ხელმძღვანელობას ამჟამად ის არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

ზოგადად, ამერიკელებში დემოკრატიული პარტიის რეიტინგი კი ამჟამად 29%-ს შეადგენს, რაც „სიენენის“ გამოკითხვაში, რომელიც 1992 წლიდან ტარდება, რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

პარტიის რეიტინგი 20 პუნქტით არის შემცირებული 2021 წლის იანვრის შემდეგ, როდესაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფონზე დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადა ამოიწურა. ამავე გამოკითხვით, ამჟამად „რესპუბლიკური პარტიის“ რეიტინგი 36%-ს შეადგენს.

CNN-ის გამოკითხვა SSRS-ის მიერ 6-9 მარტს ჩატარდა, რა დროსაც გამოიკითხა 1 206 მოქალაქე ონლაინ, სატელეფონო და პირდაპირი ინტერვიუს გზით. ცდომილების ალბათობა ზოგად გამოკითხვაში ±3,3%-ს შეადგენს, ხოლო დემოკრატებისა და მათი მომხრეების გამოკითხვის შედეგების ცდომილება ±5,0 %-ია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img