გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში ეკლესია გაქურდეს-წაღებულია შესაწირი ყუთები

Published:

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გაქურდეს. ტაძრიდან მოსახლეობის მიერ გაღებული შესაწირი უკვე მეორედ მოიპარეს. ინფორმაციას ეკლესიის სტიქაროსანი ავრცელებს.

უჩა ქემაშვილი ვარაუდობს, რომ ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ეკლესიაში წირვა- ლოცვის შემდეგ შეაღწიეს.

გუშინწინ, შაბათს ამ ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მიცვალებულთა მოხსენიების პანაშვიდი გადაიხადეს, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ტაძრის შესაწირი ორივე ყუთი მოგლეჯილია და თანხაა წაღებული”- ამბობს ქემაშვილი.

ჩუმლაყის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევის დროს, დაუდგენელმა პირებმა ხატები და საეკლესიო ნივთებიც დააზიანეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img