ისრაელ კაცი – არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ მძევლები შინ არ დაბრუნდებიან

Published:

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას ღაზაში მანამ, სანამ მძევლებს არ დააბრუნებენ და ომის ყველა მიზანს არ მიაღწევენ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„არ შევწყვეტთ ბრძოლას მანამ, სანამ მძევლები შინ არ დაბრუნდებიან და ომის ყველა ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ღაზას სექტორზე მასშტაბური ავიაიერიშები განახორციელა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზაში საჰაერო დარტყმების განახლების გადაწყვეტილება ისრაელმა „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო მიიღო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 330 ადამიანი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img