სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

Published:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის პროცესი გაიმართა. პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.

თემურ ქათამაძე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, რაზეც სასამართლომ მას უარი უთხრა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. 

თემურ ქათამაძის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება თემურ ქათამაძის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეზე – განცხადება სრულად

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img