ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას “პსჟ”-ში გადასვლის შემდეგ, “პარიზ სენტ-ჟერმენის” მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
დღეს, უკვე ოფიციალურად, დადასტურდა, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” ფრანგული კლუბის რეგიონალური პარტნიორი ხდება. ხელშეკრულების თანახმად, წყალი “მთის” “პსჟ’-ს სპორტულ კლუბებს მოამარაგებს.
შეგახსენებთ, “პსჟ-ს ღირსებას ხვიჩა კვარაცხელია იცავს.