Reuters – აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებმა რუსული დივერსიის, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ კოორდინირებული ძალისხმევით მუშაობა შეაჩერეს

Published:

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოებმა რუსული დივერსიის, დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ კოორდინირებული ძალისხმევით მუშაობა შეაჩერეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანს უკრაინაში ომის დასრულების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქება წარმოადგენს.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიების გაძლიერების ფონზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ წელს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს მონიტორინგის მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნა უბრძანა.

პროცესში, სულ მცირე, შვიდი ამერიკული ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო იყო ჩართული, თუმცა დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ სამუშაოს დიდი ნაწილი შეჩერდა. კერძოდ, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა (NSC) და ევროპელ ოფიციალურ პირებს შორის რეგულარული შეხვედრები აღარ იმართება და ასევე, NSC-მ აშშ-ს სააგენტოებს შორის კოორდინაცია შეწყვიტა.

Reuters-ის ცნობით, ჯერჯერობით გაურკვეველია ის, თუ რა სიხშირით აწვდის აშშ ევროპას დივერსიულ კამპანიებთან დაკავშირებულ სადაზვერვო ინფორმაციას, თუმცა დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის სადაზვერვო ინფორმაციის რუტინული გაცვლა გრძელდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img