რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 132 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 132 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, თავდაცვის სისტემებმა 54 დრონი სარატოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 40 ვორონეჟის ოლქის, 22 ბელგოროდის, 9 როსტოვის, 3 კურსკის და 1 ლიპეცკის ოლქის თავზე. ასევე, 3 დრონი დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შედეგად, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში 2 ადამიანი დაშავდა და საავადმყოფო, სკოლები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.