ბექა ბექაია – ევროპულ კომპანიასთან ერთობლივი ინვესტიცია გვქონდა დაგეგმილი და დაპაუზდა

Published:

“ნუტრიმაქსის” მმართველი პარტნიორი ბიზნესმენი, ბექა ბექაია ამბობს, რომ ევროპულ კომპანიასთან ერთობლივი ინვესტიცია ჰქონდათ დაგეგმილი, რომელიც დაპაუზდა.

თუ ევროპული ინვესტიციები ჩვენთან არ შემოვიდა, მარტო ფული არ არის, ცოდნა მოყვება, რაც მთავარია – ამბობს ბექაია. 

ერთ-ერთ მსხვილ ევროპულ კომპანიასთან, რომელთაც ახლო ურთიერთობა გვაქვს, ერთობლივი ინვესტიცია გვქონდა დაგეგმილი, რომელიც სამწუხაროდ, დაპაუზდა გასული წლის დეკემბერში ამ სიტუაციიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი მოცემულობაა. თუ ეს ევროპული კომპანიები, ევროპული ინვესტიციები ჩვენთან არ შემოვიდა, მარტო ფული არ არის, ცოდნა მოყვება, რაც მთავარია. ჩვენ გადავიქცევით სხვა ტიპის ბიზნესებად, რომლებიც რაღაცნაირად ვახერხებთ, რომ “ფული გამოვიმუშაოთ”, – განაცხადა ბექა ბექაიამ.

თბილისში დილიდან საბანკო სექტორი, მცირე და საშუალო ბიზნესი კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობს – ბიზნესმენები ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ივანიშვილის მთავრობას აკისრებენ. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img