დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე თსსუ-ში

Published:

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უერთდება დაუნის სინდრომის დღეს და ცნობიერების ამაღლების და მხარდაჭერის კამპანიას.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ყოველ წელს, კამპანიას თავისი გზავნილი აქვს. წლევანდელი გზავნილია „გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები“.

თსსუ-ში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სტუდენტური თვითმართველობის ჩართულობით რამდენიმე აქტივობა გაიმართა:

თსსუ-მ უმასპინძლა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს. სტუმრების განწყობაზე მოწვეულმა ანიმატორებმა იზრუნეს.

სტუდენტებისთვის ჩატარდა სახალისო/შემცენებითი ვიქტორინა.

თსსუ-ის სტუდენტები სპეციალური ბანერებით, საინფორმაციო ბუკლეტებით და ფერადი წინდებით საზოგადოების ინფორმირების პროცესში ჩაერთვნენ.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკაშირებით, თსსუ-ში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე „დაუნის სინდრომის გენეტიკური ასპექტები“. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს დაუნის სინდრომის დიაგნოსტიკური და სკრინინგული ტესტები და ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები. ლექციის ბოლოს ნაჩვენები იყო გიგოს ფონდის და სოციალური საწარმო „ბაბალე“-ს მიერ შექმნილი ვიდეო-რგოლი – „შეიტანე შენი წვლილი“.

ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img