კიტ კელოგის განცხადებით, საუდის არაბეთში აშშ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან არაპირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს

Published:

აშშ გეგმავს, რომ საუდის არაბეთში რუსეთსა და უკრაინას შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მოიცავს ე.წ. „მაქოს დიპლომატიას“ და რუსეთის და უკრაინის წარმომადგენლები ცალ-ცალკე ოთახებში იქნებიან.

„ამბობ: “კარგი. რა პირობები გაქვთ?” და მიდიხარ მეორე მხარეს, “რა პირობები გაქვთ?” სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არის „მაქოს დიპლომატია“ ერ-რიადში ოთახებს შორის. შემდეგ ჩვენ ვნახავთ, სად შეგვიძლია მივიღოთ ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ამ ომის დასასრულებლად, ”- განაცხადა კიტ კელოგმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრები საუდის არაბეთში 24 მარტს გაიმართება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img