რამდენიმე დღის წინ, თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი ავარიული სახლის სართული ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, შენობაში რემონტი მიმდინარეობდა, თუმცა კონსტრუქციამ ვერ გაუძლო დატვირთვას. დაშავებულთა მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
ეს შემთხვევა მორიგ ჯერზე მოწმობს და გვახსენებს რეალობას, რომელშიც თბილისელების ნაწილი დღემდე ცხოვრობს: ისტორიულ, მაგრამ ფიზიკურად სახიფათო შენობებში, სადაც ყოველი დღე შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
ამ პრობლემას Sfero Holding პასუხობს ინიციატივით — “თბილისური ეზო”.

„თბილისური ეზო“ მიზნად ისახავს კულტურული მემკვიდრეობის მქონე ავარიული შენობების აღდგენას ისე, რომ მათი იდენტობა და სტილი შენარჩუნებულ იქნას. პროექტის პრიორიტეტია, არ დაიკარგოს ძველი თბილისური იერსახე და ამავდროულად შეიქმნას უსაფრთხო საცხოვრებელი პირობები. კულტურისა და უსაფრთხოების შერწყმა – ეს აძლევს პროექტს განსაკუთრებულობის ნიშანს.

Sfero Holding-ის მიზანია თავიანთ უბნებში დააბრუნოს ის მოქალაქეები, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით სახელმწიფომ დაასახლა სხვაგან – განახლებულ, სტაბილურ და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოში.
პროექტი არ წარმოადგენს სახელმწიფო პარტნიორობას — ეს მთლიანად Sfero Holding-ის კერძო სოციალური ინიციატივაა, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის შენარჩუნებას და სიცოცხლის დაბრუნებას.

რატომ არის “თბილისური ეზო” მნიშვნელოვანი:
- ახლებურად გაწვდილი ხელი ძველ თბილისს — არა დანგრევა, არამედ რესტავრაცია;
- მოქალაქეების საკუთარ ისტორიულ სივრცეში დაბრუნების ინიციატივა;
- პრევენცია ისეთი უბედური შემთხვევებისა, როგორიც დღეს მოხდა დადიანის ქუჩაზე.