აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „მეგობარი აქტი” მიიღო. კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა. მათგან 168 რესპუბლიკელია, ხოლო 181- დემოკრატი. კანონპროექტის წინააღმდეგი იყო 42 კონგრესმენი, 42-ს კი ხმა საერთოდ არ მიუცია.
წარმომადგენელთა პალატაში სულ 433 კონგრესმენია. კანონის მისაღებად 218 ხმაა საჭირო.