ინდოეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, პაკისტანის თავდასხმის შედეგად, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში 3 ადამიანი დაიღუპა

Published:

ინდოეთის თავდაცვის ძალების განცხადებით, პაკისტანის თავდასხმის შედეგად, ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში სამი ადამიანი დაიღუპა. იუწყება BBC

როგორც მედია წერს, ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარების მიერ სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია სამი ინდოელი მშვიდობიანი მოქალაქე.

როგორც ცნობილია, მანამდე, ინდოეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა პაკისტანზე. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 8 და დაშავებულია 38 ადამიანი. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის 1 ბავშვია. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა პუნჯაბის პროვინციაში. ამასთან, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ინდოეთმა ქვეყნის რვა აეროპორტში ფრენები გააუქმა, ფრენები შეჩერებულია პაკისტანშიც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img