„რუსული წიაღისეული საწვავის ეპოქა ევროპაში სრულდება!”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

Published:

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის სრული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გამოაცხადა, რომ 2027 წლის ბოლოსთვის ევროპაში სრულად შეწყდება რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტი.

ევროკავშირის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 2022 წელს დაიწყო ენერგოდამოკიდებულების შემცირების პროცესი, გაზის იმპორტი რუსეთიდან 45%-დან 19%-მდე შემცირდა, ხოლო ნავთობის – 27%-დან 3%-მდე.

ამ დროისთვის ათი ევროპული ქვეყანა კვლავაც აგრძელებს ენერგორესურსების იმპორტს რუსეთიდან. მათ შორის, რომლებიც რუსულ გაზს მილსადენებით იღებენ, არიან საბერძნეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი.

ავსტრიას, პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს — ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას — უკვე სრულად შეწყვეტილი აქვთ იმპორტი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img