სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად აზერბაიჯანში დაეშვა
ამის მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინის სამხედრო ოპერაციაა, რის გამოც დახურულია მოსკოვის საჰაერო სივრცე – წერს აზერბაიჯანული მედია.
მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების რისკების გამო, თვითმფრინავი ამ დრომდე ვერ ახერხებს მოსკოვისკენ გაფრენას.
ალექსანდ ვუჩიჩის ვიზიტი რუსეთში დღეს უნდა დაწყებულიყო. ის ასევე გეგმავს დაესწროს 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს წითელ მოედანზე.
ამასთან, როგორც ცნობილია, ბალტიის ქვეყნებმა ვუჩიჩის თვითმფრინავს არ მისცეს ნებართვა მოსკოვისკენ გასაფრენად მათი საჰაერო სივრცე გამოეყენებინა.