მულტიფუნქციური კორპორაცია “სფერო ჰოლდინგი” ცოტნე დადიანის ქუჩა N2-ის მაცხოვრებლებისთვის პროექტ “თბილისური ეზოს” ფარგლებში შენობის სრულ რეაბილიტაცია-განახალებას სთავაზობს.
“თბილისური ეზო” მზად არის, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მცხოვრებლებს შესთავაზოს სრული განახლების შესაძლებლობა — ისეთი, რომელიც შეინარჩუნებს ეზოს ერთობას და ისტორიულ მეხსიერებას, უზრუნველყოფს სრულად უსაფრთხო და თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეებს.
ჰოლდინგი მივმართავს დადიანის N2-ის მაცხოვრებლებს და პრობლემის მოგვარების არტერნატიულ გზას სთავაზობს.
“მივმართავთ აღნიშნული მისამართის მაცხოვრებლებს:
თუ ამ ეტაპზე ჯერ არ მიგიღიათ კონკრეტული გადაწყვეტილება, „თბილისური ეზო“ გთავაზობთ ალტერნატიულ გზას — პირდაპირი დიალოგის გზით, შეინარჩუნოთ თქვენი სამეზობლო და მიიღოთ სანდო გადაწყვეტილება.
ჩვენი პრინციპებია:
- მჭიდრო კომუნიკაცია მობინადრეებთან
- გამჭვირვალე პირობები
- სოციალური ეზოს მოდელის შენარჩუნება
მოვუწოდებთმაცხოვრებელთა ამხანაგობას, დაგვიკავშირდეთ ღიად და საჯაროდ, რათა პროცესში არ მოხდეს დაბრკოლება,” – აღნიშნულია განცხადებაში.