1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რობერ შუმანი, პარიზში გამოვიდა ინიციატივით, რომლის მიხედვითაც, მან წამოაყენა ევროპული ინტეგრაციის იდეა. აქედან გამომდინარე, 9 მაისი აღინიშნება, როგორც ევროპის კავშირის დაბადების დღე.
მისი განხორციელება დაიწყო 1951 წლიდან, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით.
დღეისათვის ევროპის კავშირი 27 ქვეყანას აერთიანებს