ელისო ბოლქვაძემ როიალზე, კულტურაზე უნდა ილაპარაკოს, მაგისთვის არის ამ პარლამენტში, – ამის შესახებ ქართული ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა ელისო ბოლქვაძის განცხადებაზე, რომელშიც ბოლქვაძემ თქვა: “როიალის დადგმა ფუფუნება არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტშია და იმართება კონცერტები”.
„მე ის მიკვირს, გულწრფელად, რომ თქვენ ელისო ბოლქვაძისგან როიალზე საუბარი გიკვირთ. ელისო ბოლქვაძემ როიალზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე უნდა ილაპარაკოს, აბა, რაზე უნდა ილაპარაკოს? მაგისთვის არის ამ პარლამენტში. ეს სფერო იცის ძალიან კარგად. ამ სფეროს პოპულარიზაციაზე და შესაბამის პოზიტიურ შედეგებზე უნდა ილაპარაკოს. არა? არ ეკუთვნის? – კიდევ ვიმეორებ, ითხოვს თუ არ ითხოვს, რაღაც პრეცედენტებია და შეიძლება მხარიც დავუჭიროთ. რატომაა დასაცინი თემა? ელისო ბოლქვაძეზე როიალთან მიმართებით სასაცილო რატომაა თემა, ამიხსენით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.