თინა ბოკუჩავა – 11 წელია ოპოზიციაში ვარ, მაგრამ ასეთი ამორალური არასდროს ყოფილა „ოცნება“ თავის წარმომადგენლებით

Published:

11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა “ოცნება” თავის წარმომადგენლებით, კაცებით, რომლებიც მუდმივად მიმართავენ ძალადობას ოპოზიციონერი ქალების მიმართ, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ .

ბოკუჩავა გამოეხმაურა “ხალხის ძალის” დეპუტატის, ეკა სეფაშვილის განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალადობა პროვოცირებული იყო ქალი ოპოზიციონერების მიერ და აღნიშნა, რომ “ოცნების” “სატელიტი”, რომ “ოცნების” მოძალადე კაც დეპუტატებს იცავს, ამაში გასაკვირი არაფერია.”

“ეს პარლამენტი, მათ შორის, შალვა პაპუაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდი არის ალბათ, ყველაზე სამარცხვინო, რაც კი მათ შორის “ოცნების” მმართველობის დროს მინახავს. 11 წელია ოპოზიციაში ვარ, სამი მოწვევის პარლამენტი გამოვიარე, მაგრამ ასეთი მდაბიო, უხამსი და ამორალური არასდროს ყოფილა “ოცნება”, როგორიც არის ახლა თავის წარმომადგენლებით, კაცებით, რომლებიც მუდმივად სხვადასხვა ტიპის ძალადობას იყენებენ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ. მათ ძალიან აღიზიანებს ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img