მეეჭვება პრეზიდენტმა სააკაშვილი გამოუშვას – მისი ივანიშვილისგან დამოუკიდებელ პირად განხილვა, გულუბრყვილობაა, უბრალოდ ციხეში მჯდომი კაცისგან, რომელიც იმედს ებღაუჭება, გასაკვირი არ არის, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ .
ხვიჩიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ნაბიჯებს არ გადადგამს.
„გამომიშვი ქალბატონო სალომე, ასე ვიგებ სააკაშვილის ამ განცხადებას. მეეჭვება გამოუშვას,სალომე ზურაბიშვილი ჩემი აზრით, არ გადადგამს ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელ ნაბიჯებს. ზოგადად, სჯობს შეწყალება იმას სთხოვო, ვის ხელშიც არის რეალური ძალაუფლება ამ თვალსაზრისით. თუ ბრძოლის ამ გზას ირჩევ, რატომაც არა, დანებება ბრძოლაში ერთ- ერთი მიმართულებაა, უბრალოდ, მიხეილ სააკაშვილს ეს არ აურჩევია, როგორც მე მივხვდი და ამიტომ ქალბატონი პრეზიდენტის განხილვა თითქოს ივანიშვილისგან დამოუკიდებელი პირია და სააკაშვილს გამოუშვებს, ცოტა გულუბრყვილობაა, უბრალოდ ციხეში მჯდომი კაცისგან, რომელიც იმედს ებღაუჭება, გასაკვირი არ არის“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ამასთან, ხვიჩიას ჰკითხეს ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შესვლასა და ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზეც.
„ხშირად მინახავს ადამიანები, რომლებიც გაუპატიურებას აბრალებდნენ ქალს, რომელიც მოკლე კაბით მოძრაობდა, დაახლოებით ამას მაგონებს სააკაშვილის ეს განცხადება,”- აღნიშნა ხვიჩიამ.