კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა

Published:

კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა – გიორგი გველესიანი, დღეს განსასჯელის სკამზე დუმდა, რატომ დასდევდა მოსაკლავად კოსტაა სანიკიძეს.

ბრალდებულს ამის შესახებ არც ერთი სიტყვა უთქვამს. გამოძიება ახლა მომხდარის რამდენიმე ვერსიის შესახებ მუშაობს.

ოჯახი ამტკიცებს, რომ გველესიანს და სანიკიძე ნაცნობობაც კი არ აკავშირებთ, ამიტომ მათთვის რთული ასახსნელია, რა მოხდა საბედისწერო დილას.

კოსტა სანიკიძე, რომელსაც თავდამსხმელმა დედისა და არასრულწლოვანი ძმის თვალწინ ორი იარაღით დაჭრა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 24 წლის ბრალდებული სისხლიანი ანგარიშსწორების ადგილზე დააკავეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img